ახალი ამბები
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის ტენდერი მეორედ გამოცხადდა
FaceBook
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის პროექტის შედგენაზე,  მერიამ  ტენდერი განმეორებით გამოცხადა.
პირველ შემთხვევაში 15 000 ლარიანი ტენდერის პირობებით არც ერთი შემსრულებელი არ დაინტერესდა.

პროექტირებისთვის ქუთაისის მერია ამჯერადაც  15 000 ლარს გადაიხდის.


ქუთაისის მერიამ ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია  გასული წლის დასაწყისში დაანონსა. მერიამ მაშინ ესკიზიც გაასაჯაროვა და განაცხადეს, რომ სამუშაოებისთვის 500 000 ლარს დახარჯავდნენ. მოგვიანებით, გაირკვა, რომ მერიის მიერ შედგენილი პროექტი  ტერიტორიის იმ ნაწილს მოიცავდა, რომელიც მის ბალანსზე არ იყო.


ამის შემდეგ, თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში მერია პროექტის არგანხორცილების გამო თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი ეკონომიკის სამინისტრო იყო, რომელიც ქალაქს პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიას არ უთმობდა.

ახლა კი ირკვევა, რომ მერიას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ  შეეძლო პროექტი შეეცვალა და სამუშაოები დაეწყო და თუ ასე მოხდებოდა, კიბეების რეაბილიტაცია ახლა უკვე დასრულებული იქნებოდა, რადგან პირველი პროექტის შესრულების ვადა სწორედ ამ დროზე იყო გათვლილი.


როგორი იყო კიბეების რეაბილიტაციის ძველი ესკიზი,
ნახეთ აქ:

Print