ახალი ამბები
ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
FaceBook
ქუთაისის მერის მიერ ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტისთვის გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. 

სახელმწიფო შესყიდვა 15 000 ლარის (NAT190015194)  ღირებულების იყო, რომელიც 9 ავისტოს გამოცხდდა და მისით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას უნდა უზრუნველეყო ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებას.  

მერიაში განმარტავენ, რომ ხელახალი ტენდერი გამოცხადდება, თუმცა მოხდება თუ არა ტენდერის ღირებულების გადახედვა ამ დროისთვის ვერ გაურკვეველია.

ქუთაისის მერიამ ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია  გასული წლის დასაწყისში დაანონსა. მერიამ მაშინ ესკიზიც გაასაჯაროვა და განაცხადეს, რომ სამუშაოებისთვის 500 000 ლარს დახარჯავდნენ. მოგვიანებით, გაირკვა, რომ მერიის მიერ შედგენილი პროექტი  ტერიტორიის იმ ნაწილს მოიცავდა, რომელიც მის ბალანსზე არ იყო.


ამის შემდეგ, თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში მერია პროექტის არგანხორცილების გამო თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ ერთადერთი შემაფერხებელი მიზეზი ეკონომიკის სამინისტრო იყო, რომელიც ქალაქს პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიას არ უთმობდა.


ახლა კი ირკვევა, რომ მერიას ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ  შეეძლო პროექტი შეეცვალა და სამუშაოები დაეწყო და თუ ასე მოხდებოდა, კიბეების რეაბილიტაცია ახლა უკვე დასრულებული იქნებოდა, რადგან პირველი პროექტის შესრულების ვადა სწორედ ამ დროზე იყო გათვლილი.


როგორი იყო კიბეების რეაბილიტაციის ძველი ესკიზი, ნახეთ აქ:

Print