ახალი ამბები
ქუთაისის მერიის შპს-ს ავტომანქანის საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება ექნება
FaceBook
ქუთაისში, პარკირების წესების დამრღვევის მიმართ გატარდება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციები.

ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "პარკინგსერვისი", რომელსაც ქალაქში პარკირების ადგილები დღეს გადაეცემა, უფლებამოსილი იქნება ავტომაქნანა გადაიყვანოს საჯარომო სადგომზე.
აღნიშნული ცვლილება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე დღეს განხორციელდა. ცვლილების შესახებ შენიშვნა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა გამოთქვა და მისი რედაქტირება მოითხოვა.
"თუ ავტომანქანა დგას დარღვევით, მას უნდა დაეკისროს ჯარიმა და არ უნდა მოხდეს საჯარიმო სადგომზე გადაყვანა,- განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, რობინზონ წინწკალაძემ.
ქუთაისის ვიცე-მერის ქოტე ქავთარაძის განმარტებით, პარკირების წესში ჩაემატება განმარტება, რომ საჯარიმო სადგომზე გადაყვანა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ავტომანქანა აფერხებს საგზაო მოძრაობას ან ქმნის საავარიო სიტუაციას.

Print