ახალი ამბები
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა
FaceBook
27 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო. ამ დღეს აფხაზეთში  სარკინიგზიო ხაზის დასაცავად საქართველოს შეიარაღებული ძალები შევიდნენ, რომლებსაც  სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

საომარმა მოქმედებებმა 13 თვესა და 13 დღეს გასტანა და 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

აფხაზეთის ომში 10 ათასამდე ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.  300 000-მდე ადამიანს კი საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. 


საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან ყოველწლიურად იკრიბებიან მათი ოჯახის წევრები, მეგობრები და ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. 



ფოტო:  Mike Goldwater
Print