ახალი ამბები
გაუთიბავი ბალახი და ქვეწარმავლების საფრთხე (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე  და  სკვერში ბალახი მოუთიბავია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ამან შესაძლოა ქვეწარმავლების პრობლემაც შექმნას.   

"ამხელა ბალახი საშიშია, რა გაჩნდება არ ვიცი, ბავშვები გამომყავს საღამოობით სასეირნოდ, ხელის შევლება უნდა და მოვლა უნდა ყველაფერს", - ამბობს  ნიკეას ქუჩაზე მცხოვრები მარინა  გოტიაშვილი. 



ნიკეას ქუჩა

გაუთიბავია ბალახი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოქარხნის მცხოვრებნი ქვერწარმავლების მომრავლებაზე საუბრობს.


ირაკლი აბაშიძის ქუჩა

ბალახითაა დაფარული ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერიც.


ვერიკო ანჯაფარიძის სკვერი

მოუთიბავი ბალახის პრობლემაზე აქვთ აღმაშენებლის გამზირზე მცხოვრებ მოსახლეობას.


აღმაშენებლის გამზირი

ქალაქში ბალახებისა და სკვერების მოვლა-პატრონობას   ა(ა)იპ სპეციალური სერვისი უზრონველყოფს. ორგანიზაციაში  განმარტავენ, რომ   ამ დროდმე  რეგიონებში  იყვნენ, ახლა კი, ქალაქის ტერიტორიასაც მოაწესრიგებენ. 

,,წვიმების შედეგად სწრაფად გაიზარდა ბალახი, ინტენსიურად ვმუშაობთ სხვადასხვა რეგიონებში, ყველა ადგილს ვასუფთავებთ რაც ჩვენი ზედამხედველობის ქვეშაა'', - ამბობენ "სპეციალურ სერვისებში".  


ფოტო: თორნიკე შანიძე
Print