ახალი ამბები
ქუთაისში საბაგირო დაკეტილია (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში საბაგირო ორ კვირაზე მეტია დაკეტილია.
ქუთაისის საბაგიროს გზა ქალაქის ცენტრიდან გაბაშვილის გორის მიმართულებითაა, ის ამ ფუნქციას  55 წელზე მეტია ასრულებს.

"გვინდოდა გვენახა ქალაქი ზემოდან,  იქ პატარა პარკიც ყოფილა, მაგრამ დაკეტილი იყო. ეს ცუდია, მაგრამ ქალაქით კმაყოფილები ვართ",  - ამბობს პოლონელი ტურისტი მაგდა ბრილსკა.




საბაგიროზე პასუხისმგებელი პირი კახა კუხიანიძე, რომელსაც ვერიკო ანჯაფირიძის და გორის პარკი იჯარით აქვს აღებული ამბობს,  რომ ზუსტად არ იციან თუ როდის ამუშავდება საბაგირო.

"ტექნიკური სამუშაოების გამო მოგვიხდა გარკვეული დროით დახურა, როგორც კი დასრულდება სამუშაოები, გაიხსნება", - ამბობს  კახა კუხიანიძე

საბაგიროს ტექნიკური სამუშაოები საბაგიროზე ორ კვირაზე მეტია გრძელდება.
Print