ახალი ამბები
"შემოვლითი გზა წლებია დაკეტილია და ქუთაისი გაუსაძლის მდგომარეობაშია" - გოგი წულაია
FaceBook
ქუთაისის შემოვლითი გზის დაეკტვას და არასწორად მოწყობილ ავტობანს სოფელ ნახშირღელეს მოსახლეობა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდმარის მოადგილეთან გოგი წულიასთან ერთად აპროტესტებს.

მოსახლეობის თქმით, ავტობანის გამო მათ სოფლებში შესასვლელი გზა დაიკეტა და მათ დამატებით ასეულობით მეტრის გავლა უწევთ. მათი თქმით, არასწორად მოწყობილ გზას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივები გზის გახსნას და მოსაცდელის მოწყობას მოითხოვენ. შემოვლითი გზის დაკეტვის გამო ქუთაისისთვის შექმნილ პრობლემაზე საუბრობს გოგი წულაია და ხელისუფლებისგან რეალურ ქმედებებს მოითხოვს.


"დღეს პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ისეთები ისაუბრეს, თავი ამერიკაში მეგონა, არადა, რეალობა სულ სხვაა. ამ მონაკვეთზეც ჩანს, როგორ მუშაობენ. შემოვლითი გზა წლებია დაკეტილია და ქუთაისის გაუსაძლის მდგომარეობაშია, გამონაბოლქვის გამო ადამიანები ავადდებიან. ხომ შეიძლება მძიმე მანქანები მაინც აარიდონ ამ ქალაქს და შეცვალონ მდგომარეობა. ამასთან, არასწორად მოწყობილი ავტობანის გამო, მდგომარეობა გაურთულეს სოფლის მოსახლოებას გადაუკეტეს სოფელში შესასვლელი და ასეულობით მეტრის გავლა უწევთ. კეთილი ინებონ, გახსნან გზა და ადამიანებს ისედაც გართულებულ ცხოვრებას მეტად ნუ ურთულებენ",- განაცხადა გოგი წულაიამ. მან სიმბოლურად გზაზე სამუშაოები განახორიელა და გზის გახსნა ამ ფორმით მოითხოვა.
Print