ახალი ამბები
უნდა მოხდეს თუ არა ვასილ კიკვიძის ძეგლის ჩანაცვლება ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ძეგლით? - გამოკითხვა
FaceBook
ვასილ კიკვიძის ძეგლი უნდა ჩანაცვლდეს  თუ არა ზვიად გამსახურდიას ან მერაბ  კოსტავას ძეგლით - ამის შესახებ  ქუთაისის საკრებულო ონლაინ გამოკითხვას ატარებს.
ვასილ კიკვიძის ძეგლის აღებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია"  წარმომადგნლები წლებია ითხოვენ. 

კიკვიძის ძეგლის აღების მოთხოვნით ქუთაისის მერიას წერილობითაც არაერთხელ მიმართეს. გენდერული თანასწორობის საბჭოს მხრიდანაც მომზადდა რეკომენდიაციათა პაკეტი, რომელშიც ერთ-ერთი საკითხია კიკვიძის ძეგლის აღება. ამ საკითხს საკრებულოს  კულტურის, ახალგაზრდობის და ძეგლთა დაცვის კომისიამ მხარი დაუჭირა და ეს რეკომენდაციის სახით გაიგზავნა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.


რამდენიმე თვის წინ, მოქალაქეთა შორის აღმოჩნდნენ  მსურველები რომლებიც ვასილ კიკვიძის  ძეგლის დემონტაჟში 1000 ლარს გადაიხდიდნენ.


ვასილ კიკვიძე 1895 წელს დაიბადა ქუთაისში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. იყო მემარცხენე ესერი. 1917 წელს აირჩიეს მეომარ-რევოლუციონერთა სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის თავმჯდომარედ. 1917-18 წლებში ხელმძღვანელობდა წითელი არმიის ბრძოლას უკრაინაში. იბრძოდა თეთრგვარდიელების წინააღმდეგ. დაიღუპა 24 წლის ასაკში, 1919 წლის იანვარში.


Print