ახალი ამბები
გაფიცვის მე-10 დღე - ავტობანზე დასაქმებულებს ხელფასს ისევ არ უხდიან
FaceBook
გაფიცვის მე-10 დღეს,  თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელ გზაზე დასაქმებულებს,  ისევ არ აქვთ ზუსტი პასუხი როდის დაფარავს სამუშაოების მწარმოებელი  კომპანია მათ სახელფასო დავალიანებას.

ობიექტზე დასაქმებულთა უმრავლესობას, რომლებიც, ძირითადად, ახალციხელი ახალგაზრდები არიან,  სამი თვეა კუთვნილი ანაზღაურება არ აუღია. 

"რამდენჯერმე დაგვპირდნენ დავალიანების გასტუმრებას, მაგრამ გვატყუებენ.  ბოლოს გვითხრეს,  არ ვიცით როდის მოგცემთო. არ დავიწყებთ მუშაობას, სანამ ჩვენს ხელფასს არ მივიღებთ", - ამბობს ბინო ტოხაროვი. 

მუშები ხელფასების გაცემას გუშინაც  ელოდებოდნენ, თუმცა კომპანიამ ისინი ისევ მოატყუა. 

ბათუმი-თბილისის გზის დამაკავშირებელ  მონაკვეთზე  სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია "გრენვა" ახორციელებს. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ხელფასების დროულად გაცემა კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა. კომპანიის დირექტორი  მიმდინარე წლის 7 აგვისტოს ამბობდა, რომ დავალიანებას  მუშებს 15 დღეში გაუსტუმრებდა, რაც 22 აგვისტოს უნდა მომხდარიყო. დღეს კი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ხელფასების გაცემა 25 აგვისტომდე არ მოხდება.


ამავე თემაზე:

გაფიცვის მე-8 დღე - ავტობანზე დასაქმებულები ხელფასების გაცემას ითხოვენ
Print