ახალი ამბები
ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე იმერეთში ორი პირი დააკავეს
FaceBook

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღების ფაქტზე, იმერეთში  კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმი ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით.



ფაქტზე გამოძიება  სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითავილისწინებს.



Print