ახალი ამბები
„უსაფრთხო მიგრაცია“ - რას სთავაზობენ ქართველ მიგრანტებს
FaceBook
საიმიგრაციო პროცესები და უსაფრთხო მიგრაცია - ეს ის საკითხებია, რომელზეც ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, პროექტის "საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრის და მიგრაციის მართვის მიმართულებით," ფარგლებში ჩატარდა.
როგორც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ნუგზარ კოხრეიძე განმარტავს, ქართველი მიგრანტის სურვილის არსებობის შემთხვევაში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ნებისმიერი ქვეყნიდან უზრუნველყოფს მის საქართველოში დაბრუნებას.
მიგრაციის საერთაშორისო ცენტრში ასევე ფუნქციონირებს, მობილურობის ცენტრი, რომელიც ქართველ მიგრანტებს მომსახურების რამდენიმე სერვისს სთავაზობს.
დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგაციის ხელშეწყობის ფარგლებში, ქართველ ემიგრანტს
ათას ლარიანი ვაუჩერს სთავაზობენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, (იგულისხმება პირველადი დახმარების ნივთები) ასევე მიგრანტს შესაძლებლობა აქვს ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ისარგებლოს ათას ლარიანი ვაუჩერთ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია განათლების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს ასევე სხვადასხვა სახელოსნო პროფესიების შესწავლას სთავაზობს (სალონები სამკერვალოები)
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიგრანტებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ, დაინტერესებულ პირებს სრული ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ შემდეგ ვებ-გვერდზე - www.informedmigration.ge
ანა ჯანაშია

Print