ახალი ამბები
2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება
FaceBook
2020წლიდან აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მეთოდით ჩააბარებენ.
გამოცდების ჩაბარების ახალი მეთოდი 4 სავალდებულო საგნიდან 3 საგნამდე შემცირებას გულისხმობს, აბიტურენტები ქართული ენა და ლიტერატურა,უცხო ენაში ჩააბარებენ გამოცდებს ხოლო
მესამე საგანი დამოკიდებული იქნება პროგრამებზე რომელსაც თავად აირჩევენ. ამის შესახებ naec.ge წერს.  

ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო პროგრამების მსურველი აბიტურიენტები-მათემატიკას, ჰუმანიტარები- ისტორიას, ხოლო
სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.

სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგით გაიცემა,თუმცა თუ უმაღლეს სასწავლებელი მეოთხე საგანს მოითხოვს, აბიტურიენტს გრანტის მოპოვების კიდევ ერთი შანსი ექნება.

Print