ახალი ამბები
ბაღდათში მომხდარ ავტოავარიას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა
FaceBook
ბაღდათის ცენტრში მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდა, დავით ზივზივაძე და მარიამ მაჩიტიძე ემსხვერპლა.
შემთხვევა,  6 აგვისტოს გვიან ღამით მოხდა, ადგილობრივების ინფორმაციით, ისინი მოპედით გადაადგილდებოდნენ. 

მომხდართან დაკავშირებით, მოქალაქეები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას თხოვნით მიმართავენ, გადადონ ამ თვეში დაგეგმილი გასართობ-კულტურული ღონისძიებები. 

ბაღდათის მერიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ ამ საკითხზე ამ დროისათვის კონსულტაციები მიმდინარეობს და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შსს-ის ინფორმაციით საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.



Print