ახალი ამბები
გამოცდების შედეგების გასაჩივრება დღეიდან შეიძლება
FaceBook

ბიტურიენტებისთვის სააპელაციო განაცხადების მიღება 2019 წლის 7 აგვისტოს, 10:00 საათიდან დაიწყება და 13 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.

 

სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ისტორიის, ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, აფხაზური და ოსური ენების შედეგების გამოქვეყნებით გუშინ დასრულდა.

Print