ახალი ამბები
ზესტაფონის სოფელ მარტოთუბანში, ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის მემორიალი გაიხსნა
FaceBook

ზესტაფონის სოფელ მარტოთუბანში, ავღანეთში გმირულად დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, მდინარი ბებიაშვილის სახელობის მემორიალი გაიხსნა.

მემორიალის გახსნას თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ზესტაფონის მერი და მაჟორიტარი დეპუტატი ესწრებოდა.

ასევე, ოჯახის წევრები და მეგობრები.

უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი 2017 წლის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას ასრულებდა. იგი ბაზაზე თავდასხმის დროს დაიღუპა.

მდინარი  ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა. ის ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

დაჯილდოვებულია  ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის მედლით.

Print