ახალი ამბები
"გახარია წადი" - პროტესტი სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე
FaceBook
სამტრედიის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე  წითელი ფურცლები წარწერით "გახარია წადი" მიიტანეს.
მათ ამ ფორმით შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს. 

დეპუტატებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს, თუმცა, დარბაზი არ დატოვეს.

"პროტესტის ნიშნად არ ვიღებთ მონაწილეობას არც კენჭისყრაში, არც განხილვაში.   არსად არ მივდივართ, ვისხდებით აქ და ხელში გვეჭირება ეს ფურცლები, რადგან  მიგვაჩნია, რომ ადამიანი, რომელმაც თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს თვალები დათხარა, არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა მინისტრი", - განაცხადა დავით ნიკოლეიშვილმა.

ოპოზიციის პროტესტს უმრავლესობის მხრიდან  გაღიზიანება  და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

"თქვენი დამსახურებაა რაც მოხდა, მიზეზი ეძებეთ თქვენთან" - ასე უპასუხეს უმრავლესობის  დეპუტატებმა კოლეგებს.


Print