ახალი ამბები
როგორ ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას დასავლეთ საქართველოში
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხუთი  აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით დასავლეთ საქართველოსა და იმერეთის რეგიონში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ვარაუდით, 6-სა და 7 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი.

"დღეს, 5 აგვისტოს ნალექი შეწყდება და გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა 25-27 0-მდე იქნება. მკვეთრად მოიმატებს ტემპერატურა 8-9 აგვისტოს. ნავარაუდევია 32-34 0-მდე სითბო, უმეტესად უნალექო ამინდი", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

10-11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში კვლავ მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის შემოსვლა. 10-ში ტემპერატურა დაიკლებს 27-28 0-მდე. ნავარაუდევია მცირე წვიმა და 11-ში უმეტეს რაიონში გაწვიმდება. მაქსიმალური ტემპერატურა 25-26 0-მდე იქნება.
Print