ახალი ამბები
ქუთაისში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ორ ავტომობილს შეეჯახა
FaceBook

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.


 

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ვოლგას მარკის ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც ჯერ ორ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი ხეს. მათივე თქმით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იგი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

,,ისეთი მთვრალი იყო, თვალებში ძლივს იხედებოდა. როგორ შეიძლება ამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომა'’-ამბობს ერთ -ერთი თვითმხილველები.


მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.


ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო  პოლიციის ეკიპაჟი.

 

Print