ახალი ამბები
,,აივანზე ბავშვების გაყვანის გვეშინია''-ხარებავას ქუჩის მცხოვრებლები (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში, ხარებავას # 5-ში, აივნის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ქალის მეზობლები დახმარებას მერიას სთხოვენ.

მათი თქმით, აივნები ავარიულ მდგომარეობაშია და დროულ შეკეთებას საჭიროებს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აივნების შემოწმება მათ კომპეტენციაში არ შედის და ამ საკითხზე თავად ამხანაგობამ უნდა იზრუნოს.



ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე, მესამე სართულის აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის დროს აივანზე 78 წლის  ქალი იდგა, რომელიც  მძიმედ დაშავდა. იგი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისიხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.


Print