ახალი ამბები
ქუთაისში სასფლაოებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
FaceBook
სამუშაოებს შპს. "GEO Construction" 113 373 ლარის სანაცვლოდ ასრულებს.
ქუთაისში არსებულ სასფლაოებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოეწყო საფიჩხიის სასფლაოს მისასვლელი და შიდა გზა, ამჟამად ავთოქარხნის დასახლებასთან მიმდინარეობს სამუშაოები. ბეტონის საფარის მოწყობის პროცესს ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც  დაესწრო. სამუშაოებს შპს"GEO Construction” 113 373 ლარის სანაცვლოდ ასრულებს. აღნიშნულ ტერიტორიაზე  ღვარსადენების აღდგენა-მოწესრიგებაც მიმდინარეობს. როგორც მერიაში ირწმუნებიან  სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება.
"ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აქტიურად ვახორციელებთ. სასაფლაოებთან მისასვლელები ამ დრომდე სავალალო მდგომარეობაში იყო, ამიტომაც ჩვენ მიზნად დავისახეთ მისასვლელი გზები მოვაწესრიგოთ."-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
აღნიშნული სამუშაოები თვითმმართველობის დაფინანსებით ხორციელდება.
Print