პოლიტიკა
"ვიდრე ყველა არ დატოვებს პოსტს, ამ ბანერს არ ჩამოვხსნით "- “სავანეს " პასუხი მერიას
FaceBook

კაფე "სავანეს " მეპატრონეები ქუთაისის მერიის მოთხოვნას, შენობის ფასადზე გაკრული ბანერის ჩამოხსნის შესახებ პასუხობენ.


მათი თქმით, ბანერს მანამდე არ ჩამოხსნიან,  ვიდრე მასზე  გამოსახული პირები : გიორგი ჭიღვარია,  მისი მოადგილე იუზა უგულავა და იურიდიული განყოფილების უფროსი,  ირაკლი გიორგაძე თანამდებობებს არ დატოვებენ.

კაფის მფლობელებმა დღეს ბანერზე სიმბოლურად გადახაზეს  ეკონომიკის სამსახურის უფროსი, გიორგი გიორგობიანი, რომელმაც თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.

ქუთაისის მერია,  ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანეს“, შენობის ფასადზე გამოკრული მერიის მაღალჩინოსნების   პლაკატების ჩამოსახსნელად ათდღიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში 500 ლარით დაჯარიმების შესახებ აფრთხილებს.

მერიამ „სავანე“ ამ მიზეზით  ერთხელ უკვე დააჯარიმა. ჯარიმის საფუძველი ისტორიული ზონის იერსახის დამახინჯება იყო,   თუმცა, საქალაქო სასამართლომ კაფის მფლობელები მხოლოდ სამართალდამრღვევად ცნო, ჯარიმის გადახდის  ან პლაკატების ჩამოხნის  ვალდებულება კი არ დაუკისრებია.  ამის მიუხედავად, მერია  პლაკატების ჩამოხსნას მაინც ითხოვს და განმარტავს, რომ ამას ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსი ითვალისწინებს.

 

Print
თეგები: #სავანე