ახალი ამბები
"ეს მემორიალი არ შეეფერება იმ ბიჭებს" - აგვისტოს ომში დაღუპული გმირის მამა (ვიდეო)
FaceBook
ერთ კვირაში აგვისტოს ომიდან 11 წელი შესრულდება.  ომში დაღუპული ირაკლი ჯანელიძის მამა,  ქუთაისის მერიას აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალის  მოუვლელობაში ადანაშაულებს.
მემორიალზე წარწერები გაცრეცილია, რის გამოც  გმირების სახელები და გვარები აღარ იკითხება.  ვაჟა  ჯანელიძე აცხადებს, რომ   მერიის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება შეურაცხყოფს ომში

დაღუპულთა ხსოვნას.









ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მემორიალს 8 აგვისტოსთვის მოაწესრიგებენ. 

აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი  აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს.

8 აგვისტოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყოველწლიურად ომში დაღუპულთა გმირებს პატივს მიაგებენ.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო. ქუთაისში ომში დაღუპულ მებრძოლთა 8 ოჯახი ცხოვრობს.


Print