ახალი ამბები
ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები ცნობილია
FaceBook
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ზოგადი უნარების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა.
ქულის გასაგებად, აბუტურიენტები სისტემაში უნდა შევიდნენ, აპლიკანტის ველში მიუთითონ პირადი ნომერი, ასევე,  შედეგის გაგება შეუძლიათ ტექსტური შეტყობინებითაც,

საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.


სტატისტიკური დამუშავების შედეგად, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი I-III ვარიანტებში -22 ქულაა, ხოლო II-IV ვარიანტში - 24 ქულა.

აბიტურიენტების 12,9% ვერ გადალახა ზღვარი ზოგადი  უნარების გამოცდაზე.

"წინა წლებთან შედარებით შედეგი დიდად არ განსხვავდება, ამიტომ ვფიქრობ, რომ საგანგაშო შედეგი არააა'', - განმარტავს გამოცდებისა და ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე. 


ზოგადი უნარების მაქსიმალური შეფასება 80 ქულაა.
Print