ახალი ამბები
“თანამშრომლები ღამის საათებშიც მუშაობენ“ - ქუთაისის მერი გაოთხმაგებულ დანამატზე
FaceBook

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, მიმდინარე წელს დანამატის რაოდენობა იმის გამო გაზარდეს, რომ თანამშრომლები  დამატებით საათებში მუშაობენ.


„როდესაც ღამის საათებში და შაბათ-კვირას უწევთ მუშაობა თანამშრომლებს, თავისთავად აუცილებელია მიეცეთ დანამატი. მხოლოდ ამის გამო მოხდა გაზრდა. კარგად  შევადაროთ წინა წლებში გაცემული დანამატების რაოდენობას“,-  განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.


2019 წელს,  წინა წელთან შედარებით,  ქუთაისის მერიამ დანამატის სახით   92 554  ლარით მეტი გასცა, რაც ოთხჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.


ასევე, მერიამ 9000 ლარით გაზარდა საწვავისა და მივლინების ხარჯებიც.

პირველი  ხუთი თვის მონაცემებით,  მხოლოდ საწვავში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 78 546 ლარი დაიხარჯა. ხოლო,  საჯარო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მივლინებებს 32 931 ლარი მოხმარდა.


ქუთაისის მერიის გაოთხმაგებული ადმინისტრაციული ხარჯები ნახეთ აქ:

Print