ახალი ამბები
მსოფლიო ბირჟები ეცემა
FaceBook
მსოფლიო საფონდო ბირჟები ჩამოიშალა – აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აშშ–ისა და რუსეთის ბირჟები მკვეთრად დაეცა და "მინუსში" წავიდა.
ნავთობის ფიუჩერსები ბარელზე 43 დოლარსაც კი ჩამოსცდა. რუბლმა თავის ისტორიულ მაჩვენებელს მიაღწია და დოლართან მიმართებაში 71 პუნქტზე დაეცა, რაც მისი არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო ღირებულებაა.
ევრო 83 რუბლი გახდა.
ამერიკაში, ვაჭრობა თითქმის ყველა კომპანიის ფასიანი ქაღალდის გაუფასურებით გაიხსნა. საუბარია ისეთ მსხვილ კომპანიებზე, როგორიცაა Apple (–8%), Facebook (–11%) და Netflix  (–13%).
დღეს დაფიქსირდა Dow Jones–ის ინდექსის ისტორიული ვარდნა. ამ მომენტამდე აღნიშნული ინდექსი არასდროს დაცემულა 800 პუნქტზე ქვემოთ ერთ დღეში.
წყარო: commersant.ge
Print