ახალი ამბები
ქუთაისში გზის ერთ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა იზღუდება
FaceBook

ქუთაისში, გზის  საფარის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო,  29 და 30 ივლისს, გზის ერთ მონაკვეთზე გაადგილებასთან დაკავშირებით აკრძალვები წესდება.


ამის შესახებ განცხადებას ქუთაისის მერიის პრესამსახური ავრცელებს. 

"29 ივლისს, დილის 8 სთ-დან, ზ.გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან, სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე, გზის საფარის აღდგენის სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება აიკრძლება. აკრძალვა 30 ივლისის საღამომდე იმოქმედებს.

მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან გუგუნავას ქუჩის გავლით, სულხან-საბას ქუჩამდე შეძლებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა იმოქმედებს სატვირთო ავტომობილებზე,. შეგახსენებთ,  რომ გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაციას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს",  - ნათქვამია  განცხადებაში.

Print