ახალი ამბები
გოგი წულაია ქუთაისის მერს იუმორს უწუნებს
FaceBook
თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქალაქის მერის გიორგი ჭიღვარიას ხუმრობას ეხმაურება.
"კიდევ ერთხელ დაამტკიცა გიორგი ჭიღვარიამ, რომ ყველაფერთან ერთად იუმორიდანაც შორსაა, დაასამარა ქუთაისური იუმორი და ის სიხალისეც რაც  მას გააჩნია, ის შავი იუმორიც არ იყო, არ ვიცი რა დავარქვა", - ამბობს გოგი წულაია.


გიორგი ჭიღვარიამ 26 ივლისს ,,ღამის შოუში'' დასმულ კითვაზე  ,,რა დაკარგა ესეთი, რომ გადათხარა მთელი ქალაქი'' გოგი წულაია გაახსენდა.

"გოგი წულაია აღარ ჩანს, დაიკარგა, ჯერჯერობით არ ჩანს, მაქსიმალურად ვმუშაობთ, მთავარი გზები გადათხრილი გვაქვს და არ ჩანს, მე მეშენია არ გადავაბეტონოთ",  - თქვა გიორგი ჭიღვარიამ.



შეგახსენებთ, რომ პარტია "თავისუფალი საქართველლოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში გადათხრილი გზების გამო საპროტესტო აქციებს და პერფორმანესებს ხშირად აწყობს.

Print