ახალი ამბები
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ტესტირება დასრულდა - "თანამშრომლების 80% - მა მაღალი ქულა მიიღო"
FaceBook
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ატესტაციის პირველი ეტაპი დასრულდა.
ტესტირება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ,,ააიპი"-ს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გაიარეს.
როგორც ქუთაისის ბაგა - ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსი თამთა ფოფხაძე "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტავს, აიპი გაერთიანების თანამშრომლების 80% - მა მაღალი ქულა მიიღო.
"ტესტირების პროცესი იყო ძალიან ორგანიზებული, ჩვენი თანამშრომლების 80 % მა მაღალი ქულა აიღო. მაქსიმუმი კი ქულებიდან 95 დაფიქსირდა," - განმარტავს ფოფხაძე.
მისივე თქმით, ტესტირება ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციის 21 თანამშრომელმა, ხოლო საბავშვო ბაღების ფილიალის 25 თანამშრომელმა გაიარა..
წინასწარი შედეგებით, ფილიალის უფროსებიდან ზღვარი დაახლოებით 70% გადალახა.
ატესტაცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 აგვისტოს, 10:00  საათიდან  14:00 საათამდე ჩატარდა.
ტესტირების მეთოდიკისა და შეფასების კრიტერიუმის თანახმად ატესტაციაში მონაწილეებს 9 საკითხიდან 100 კითხვაზე პასუხის გაცემა მოუწიათ.
ტექსტები მოიცავდა 50 ტესტურ დავალებას საქართველოს კანონმდებლობიდან და 50 ტესტურ დავალებას უნარ-ჩვევების ნაწილიდან.
ტესტირების მეთოდიკისა და შეფასების კრიტერიუმის თანახმად ტესტირების ეტაპის მინიმალურ გამსვლელ ზღვარს ადგენს ააიპ ბაგა- ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი 65% ფარგლებში.
როგორც ააიპ-ში განმარტავენ ტესტირების შედეგების გასაჩივრების მიზნით დაწესებულებაში იქნება საპრეტენზიო კომისია.
მეორე ეტაპი გასაუბრება ჩატარდება 3-4 სექტემბერს.
ტესტირების ოფიციალური მონაცემები დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.
ანა ჯანაშია

Print