ახალი ამბები
ტაბიძის ქუჩაზე შეჩერებული სამუშაოები განახლდა
FaceBook

ქუთაისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, ორი თვის წინ შეჩერებული გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახლდა.


მას შემდეგ, რაც ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ჯეო სერვისთან“ ქუთაისის მერიამ 1 007 306 ლარიანი ხელშეკრულება გაწყვიტა, სამუშაოებზე ახალი ტენდერი გამოცხადდა.

ამჯერად ქუჩაზე გზის საფარის მოწყობას შპს „პლადა“  809 204 ლარის სანაცვლოდ  განახორციელებს. სამუშაოები ორ თვეში უნდა დასრულდეს.

ტაბიძის ქუჩაზე  სარეკონსტრუქციო სამუშაოები  მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, თუმცა, მალევე პროცესი შეჩერდა, რისი მიზეზიც  შემსრულებელი კომპანიის მიერ კონტრაქტორისთვის თანხის გადაუხდელობა გახდა. სამუშაოებზე დასაქმებულებმა პროტესტის ნიშნად ობიექტი მიატოვეს.

ქუთაისის მერიამ „ჯეო სერვისს“ ხელშეკრულება გაუწყვიტა და 126 000 ლარით დააჯარიმა.


მიტოვებული სამუშაოები ტაბიძის ქუჩაზე ნახეთ აქ:

Print