ახალი ამბები
ქუთაისელი და უკრაინელი ახალგაზრდებისთვის ურეკში ბანაკი მოეწყო
FaceBook
შავი ზღვის საკურორტო ზონაში, დაბა ურეკში ახალგაზრდული ბანაკი მოეწყო.

ქუთაისში მცხოვრებ ასამდე ახალგაზრდას საშუალება მიეცა ერთი კვირის მანძილზე დაისვენონ. ქუთაისელ მოზარდებთან ერთად ბანაკში სტუმრად იმყოფებიან უკრაინელი ახალგაზრდები. უკრაინელი ახლაგაზრდები საქართველოში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოწვევით ჩამოვიდნენ.
დღესვე ბანაკში უკრაინელი თანატოლების საპატივცემულოდ ქუთაისელმა ბავშვებმა სიმბოლურად უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
ბანაკში ქართველი და უკრაინელი მოზარდებისა და ახალგაზრდების დასვენება ქუთაისის მერიის ორგანიზებითა და დაფინანსებით ხორციელდება.
Print