პოლიტიკა
ნგრევის პირას მისული სოციალური საცხოვრისი (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში გახსნიდან ორი წლის განმავლობაში ჭერი ოთხჯერ ჩამოინგრა. ბოლო ფაქტს შემთხვევით გადაურჩნენ მცირელწოვნები, რომლებიც იმ ადგილზე თამაშობდნენ, სადაც ჭერი ჩამოიშალა.

შენობაში დაბზარულია კედლები, ჩამსხვრეულია მინები, დამტვრეულია თაბაშირ-მუყაოსგან გაკეთებული კედლები,  სახიფათოა როგორც ლიფტით, ასევე,  კიბეებით გადაადგილება. 

შენობაში არ არის ბუნებირვი აირი, ორსაათიანი გრაფიკით მიეწოდებათ წყალი, მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს კი  ბენეფიციარები თავად იხდიან.

სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები გაუსაძლის პირობებზე საუბრობენ და ალტერნატიულ ფართში გადაყვანას ითხოვენ.




ქუთაისში სოციალური საცხოვრისი 2017 წლის შემოდგომაზე გაიხსნა. მაშინ ქუთაისის მერიაში აცხადებდნენ, რომ შენობის მოწყობა ადგილობრივ ბიუჯეტს 2 500 000 ლარი დაუჯდა, თუმცა, როგორც ქუთაისიპოსტმა გაარკვია,  სინამდვილეში ქუთაისის მერიამ კომპანია "სანოს" ჯამში4 372 000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. აქედან 528 000 ლარი მერიას ამ დრომდე აუნაზღაურებელი აქვს.

მიმდინარე წლის 3 მარტს  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურ საცხოვრისზე დასკვნა გამოაქვეყნა, სადავ წერია, რომ შენობაში სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა და იკვეთება მერიასა და კომპანიას შორის შესაძლო გარიგების ნიშნები.

მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა,  თუმცა, გამოძიების შედეგად არავის ბრალეულობა არ გამოკვეთილა. 


Print