ახალი ამბები
ქუთაისის მერია ილია ჭავჭავაძის დაზიანებული ბარელიეფის რეკონსტრუქციისთვის ტენდერს აცხადებს (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერია, სამი თვის წინ დაზიანებული ილია ჭავაჭავაძის დაზიანებული ბარელიეფის, რეკონსტრუქციისთვის საჭირო პროექტირებაზე ტენდერს აცხადებს.

ადგილობრივების თქმით, ბარელიეფი რესტავრაციას წლების განმავლობაში საჭიროებდა, თვეების წინ მომხდარმა ვანდალურმა ფაქტმა კი იგი მეტად გაანადგურა.

სახელმწიფო შესყიდვა 24 ივლისს 6000 ლარზე გამოცხდდა, სადაც მიმწოდებელმა ილია ჭავჭავაძის ბარელიეფის  საპროექტო-სახარჯთაღირიცხვო დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.

 

Print