პოლიტიკა
ქუთაისის მერია ტრაქტორებს ყიდულობს
FaceBook

ქუთაისის მერია ტრაქტორების შესაძენად 170 000  ლარიან ტენდერს ( NAT190014528)  აცხადებს.


სატენდერო პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  უნდა უზრუნველყოს, ახალი, ექსპოატაციაში არ მყოფი, 1 ერთეული ტრაქტორის  (დამტვირთველით) და და 1 ერთეული კომპოსტის შემრევის შესყიდვა, რომლის გადაცემა მერიისთვის 27 სექტემბრისთვის უნდა შეძლოს.


ადგილობრივ თვითმმართველობაში  განმარტავენ, ტექნიკის შეძენა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტით  "ნარჩენებისგან თავისუფალი მდინარეები-სუფთა შავი ზღვისათვის''  ხორციელდება. პროექტის მიხედვით, 626 კვ მ  ავტოქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე  საკომპოსტე მოედანი უნდა მოწყოს, რისთვის საჭიროა ტრაქტეორების შეძენა.

Print