ახალი ამბები
ვაკისუბნისა და სულხან-საბას მუნიციპალიტეტებისთვის ახალი შენობები აშენდება
FaceBook

ვაკისუბნისა და სულხან- საბას ტერიტორიული ერთეულებისთვის ახალი შენობები აშენდება.


ხუთი მუნიციპალიტეტში კი  მინა-პაკეტის ფასადი შეიცვლება. საჭიროების შემთხვევაში იგეგმება სახურავის შეცვლაც.

სამუშაოებზე პროექტის შესადგენად ტენდერი (NAT190014752) 24 ივლისს 6000 ლარზე გამოცხდა. სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვებილმა კომპანიამ  შენობების პროექტების გარდა, ასევე ილია ჭავჭავაძის დაზიანებული ბარელიფეის პროექტიც უნდა წარდგინოს.


ვაკისუბნისა და სულხან-საბას ტერიტორიული მართვის ორგანოებს  შენობები  ამ დრომდე არ აქვთ, რის გამოც,  მუნიციპალიტეტები  ნაქირავებ ფართში ფუნქციონირებენ. ნიკეას, ძელქვიანის, მუხნარის, ავტოქარხნისა და  საფიჩხიის ადმინისტრაციული შენობების ფასადები კი დაზიანებულია.


ქუთაისის მერიას სულ 12 ტერიტორიული ერთეული აქვს.

Print