ახალი ამბები
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიას ებრძვიან (ვიდეო)
FaceBook
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. წუხელ მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე ჩოლშურა ადიდდა და სოფლები - დვრიში,ტვიბი და ესიერი გარესამყაროს მოწყვიტა.

ლენტეხის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სოფლებთან დამაკავშირებელი გზა მთლიანად წაღებულია, ამ წუთებში კი სპეციალური ტექნიკის დახმარებით ხიდის გადარჩენას ცდილობენ.



ბადრი ლიპარტელიანი ამბონს, რომ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენას დაახლოებით ორი დღე  დასჭირდება.

ადგილზე მუნიციპალიტეტის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგნლები იმყოფებიან.
Print