ახალი ამბები
ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში ჭერი ჩამოინგრა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისის დერეფანში, სადაც ბავშვები თამაშობდნენ  ჭერი ჩამოინგრა.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 

"პირველ სართულზე, დერეფანში ჭერი ჩამოინგრა, თაბაშირ -მუყაო და რკინის კონსტრუქციაა. საბედნიეროდ, შემთხვევა დილის საათებში მოხდა და ადგილზე არავინ იყო, არადა აქ ბავშვები თამაშობენ ხოლმე. არავის სჯერა, რომ ცუდ დღეში ვართ.  ვიდრე ვინმე არ დაიღუპება, არ გაგვიყვანენ. ჩვენ მადლიერების სახლში ვიყავით და რომ მოვედით მერიის წარმომადგენლები დაგვხვდნენ. ვერ გვეუბნებიან, რა ბედი გველის. ეს მეოთხე შემთხვევაა", -  ამბობს  საცხოვრისში მცხოვრები ირინა ნემსიწვერიძე. 



ქუთაისში სოციალური საცხოვრისი ორი წლის წინ მოეწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
Print