ახალი ამბები
საჯარო სკოლებში ბოლო სამი წლის განმავლობაში მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
საქართველოს საჯარო სკოლებში უკანასკნელი ბოლო სამი წლის მანძილზე მოსწავლეთა რიცხოვნობის ზრდა ფიქსირდება,
თუმცა, ეს მონაცემი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2000-2001 სასწავლო წლებში დაფიქსირებულ რიცხვს, როცა საჯარო სკოლებში 704 546 მოსწავლე ირიცხებოდა. 

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2000-2001 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში მოსწავლეთა კლების ტენდენცია შეინიშნება და ყველაზე დაბალ ნიშნულზე 2015-16 სასწავლო წლებში დადის, როცა მათი რიცხვი 498 873 შეადგენს.

საჯარო სკოლები, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის ყველაზე მეტი პირველკლასელი დარეგისტრირდა მოსწავლეთა რიცხვის ზრდის ტენდენცია განსხვავებულია საჯარო სკოლების საფეხურების მიხედვით, 2018-19 სასწავლო წლებში, დაწყებით საფეხურზე მყოფ მოსწავლეთა რიცხვი, ბოლო შვიდი წლის მონაცემების მიხედვით ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.


108 საჯარო სკოლა წელს პირველკლასელის გარეშე დარჩა – სკოლების ჩამონათვალი საქსტატის მონაცემების თანახმად, მოსწავლეთა რიცხვის კლება შეინიშნება საშუალო საფეხურზე 2018-19 სასწავლო წელს საჯარო სკოლებში აღნიშნულ საფეხურზე ირიცხებოდა 108 ათასი მოსწავლე, 2017-18 წლებში – 110 ათასი მოსწავლე. 2016-17 წლებში კი -111 ათასი მოსწავლე.

წყარო :edu.aris.ge
Print