ახალი ამბები
ხარაგაულში კანაფის კულტივირებისთვის ერთი პირი დააკავეს
FaceBook

სამართალდამცველებმა ხარაგაულში  ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანის და კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს.


პოლიციამ  დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად 57 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე "კანაფი“, ხოლო საცხოვრებელი სახლიდან გამომშრალი ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ ამოიღო.


გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით.


დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბოლო ერთ კვირაში იმერეთში სამართალდამცველებმა კანაფის კულტივაციის მეორე ფაქტი გამოავლინეს.

20 ივნისს პოლიციის თანამშრომლებმა ბაღდათის რაიონში 36 ძირი კანაფი ამოიღეს. 

Print