ახალი ამბები
ქუთაისში ფილმის გადაღება მიმდინარეობს
FaceBook

ქუთაისს ტაილანდელი რეჟისორი და მსახიობები სტუმრობენ. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს.


ფილმში მონაწილეობას უცხოელ მსახიობებთან ერთად ქუთაისში  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იღებენ.

,,მონაწილეობას მასობრივ სცენაში ვიღებ. ჟურნალისტებს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელებსა და სხვა პროფესიის ადამიანებს მოგვეცა საშუალება ერთი დღით დაგვევიწყებინა ჩვენი პროფესია და მოგვერგო  მსახიობის კოსტიუმი. მიხარია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა მსახიობებმა ქუთაისში ჩამოგვაკითხეს და მათთან ერთად ინტეგრირებულად ვთამაშობთ ფილმში’’,-ამბობს ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე.

ფილმის ,,სიამის ტყუბები’’ გადაღება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

 

Print