ახალი ამბები
რიგები მართვის მოწმობის გამოცდაზე - ადგილები შევსებულია
FaceBook

ართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდის ჩასაბარებლად რიგში დგომა უწევთ.


10 აგვისტოს ჩათვლით  თეორიული გამოცდის ჯავშანი საქართველოს რამდენიმე ქალაქში ერთდრულად შევსებულია. 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში მსურველთა გაზრდილ ნაკადს მართვის უფლების მისაღები გამოცდის სისტემაში მოსალოდნელ ცვლილებებს უკავშირებენ. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტშია დარეგისრირებული. ცვლილებების მიხედვით,  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და დამტკიცებულ მარშრუტებზე.



 

Print