ახალი ამბები
23 ივლისს აბიტურიენტები ბოლო გამოცდას ჩააბარებენ
FaceBook
დღეს აბიტურიენტებისთვის საგამოცდო პერიოდი მთავრდება.
სტუდენტობის მსურველები ბოლო გამოცდას ფიზიკაში ჩააბარებენ.

ფიზიკის გამოცდა ერთ სესიად ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებით დაიწყო.

აბიტურიენტებმა წელს გამოცდა ნაწილობრივ ელექტორნული ფორმით ჩააბარეს.

მთავარი სიახლე შეეხება  აბიტურიენტების  მიერ  ორი ან მეტი არჩეული  საგნიდან ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრას ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადებას. ასეთ  შემთხვევაში მათ გრანტის მიღების შესაძლებლობა უნარჩუნდებათ.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის  41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.




Print