ახალი ამბები
საზაფხულო სკოლა სტუდენტებისთვის აგვისტოს ბოლოს დაიწყება
FaceBook
ქუთაისის მერია სტუდენტებს "ლიდერთა საზაფხულო სკოლას" წელსაც სთავაზობს, რომელიც აგვისტოს ბოლოდან დაიწყება.
ადგილობრივი თვითმმართველობა  სტუდენტებისთვის ამ პროექტს წლებია ახორცილებს.  

,,საინტერესო გამოცდილება იყო ლიდერთა სკოლა, პროექტმა ხელი შეუწყო ჩემი პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას. დებატები, საჯარო გამოსვლის ხელოვნება და ბევრი სხვა მიმართულება სკოლაში აქტიური მონაწილეობის გარანტს იძლევა'', - ამბობს პროექტის წინა წლის მონაწილე ესმერალდა კუპრაძე.

პროექტი ორ ეტაპად  ( 24-29; 29-3  აგვისტო სექტემბერი) განხორციელდება. 

თუ სად  დაისვეენებენ "ლიდერთა საზაფხულო  სკოლის" შერჩეული მონაწილეები მერიამ 18 500 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება 24 ივლისს სრულდება.

ამის პარალელურად ასევე მოხდება სტუდენტების შერჩევა. 

ლიდერთა სკოლაში მოსახვედრად სტუდნეტებმა აპლიკაცია docs.google.com-ზე უნდა შევასონ. 



Print