პოლიტიკა
ქუთაისში მოსახლეობა ქუჩებიდან ნარჩენების გატანას ითხოვს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში კუპრაძის, ბაგრატიონისა და ლაღიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს ქუჩიდან საყოფაცხოვრებო ნაგავი ვერ გააქვთ.



"უკვე მრცხვენია ყოველ კვირას დასუფთავების სამსახურს შევახსენო რომ ორშაბათ დილით ნარჩენებია გასატანი. დღეს დილით ანალოგიური სიტუაციაა ლაღიძის ქუჩაზე. იქნებ გვიპასუხოს ვინმემ", - წერს ჯული ტოხაძე. 

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებულ სპეციალური სერვისებში აღნიშნულ პრობლემას სეზონურს უწოდებენ. სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, გიორგი მჟავანაძის განმარტებით, ქუთაისში ცენტრალური ქუჩების დასუფთავება 24 საათიან რეჟიმში ხდება.

"ქუჩები ბოლოს გუშინ გაიწმინდა. ყველა ქუჩა არის სპეციფიკური.ზაფხულობით ნარჩენი იმატებს ყოველთვის, გასულია ჯგუფი დილიდან და პრობლემა აღმოიფხვრება მალე", - ამბობს სპეციალური სერვისების პრესსამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი მჟავანაძე.






ფოტოები: გიგა შუშანია
Print