პოლიტიკა
ქუთაისში, სამკერვალოს თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
FaceBook

ქუთაისში სამკერვალო საწარმო “ქუთექსის” 120 მდე თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს.


მკერავი ქალების თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან შრომის პირობების უხეში დარღვევა მიმდინარეობს. დასაქმებულები ამბობენ, რომ ერთი თვის ხელფასი არ აუღიათ.

“ერთი თვეა ხელფასი არ მიგვიღია. 350 ლარს გვაძლევენ და იმასაც გვამადლიან. გვაყენებენ შეურაცხყოფას, გვეუბნებიან ბრაკ ტანსაცმელს კერავთო. ასევე გვიწევს არაადამიანურ პირობებში მუშაობა, “- ამბობს თეა ცნობილაძე. 

აქციაზე პროფკავშირების იმერეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ირაკლი მხეიძის თქმით, შესაძლოა საწარმოსთან სამართლებრივი დავა წამოიწყონ. “ ამ ადამიანებს ამუშავებენ, როგორც მონებს. საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც კი არ აძლევენ. საშინელ პირობებში უხდებათ მუშაობა,”- აცხადებს პროფკავშირის წარმომადგენელი ირაკლი მხეიძე.

აქციის მონაწილეების ბრალდებებს “ქუთექსის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეხმაურება. მისი თქმით, ხელფასი უახლოესს მომავალში გაიცემა, შეურაცხყოფების ფაქტებს კი ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს.

 

Print