ახალი ამბები
ქუთაისში კაფის ეზოდან ლეკვი მოიპარეს
FaceBook
ქუთაისის ცენტრში, ერთ-ერთი კაფის ეზოდან ერთი თვის ლეკვი მოიპარეს.
კაფის ტერიტორიაზე დამონტაჟებულმა  სათვალთვალო კამერებმა  ახალგაზრდა მამაკაცი დააფიქსირა, რომელსაც ლეკვი მიჰყავდა.

მას შემდეგ, რაც კვების ობიექტის მეპატრონეებმა ლეკვი ვერ იპოვეს, საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

ადგილზე მისული სამართალდაცველები სამძებრო ღონისძიებებში ჩაერთნენ და ლეკვი მეპატრონეებს დაუბრუნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე 177-ე მუხლით, ქურდობის  ფაქტზე აღიძრა. 

Print
თეგები: #შსს