ახალი ამბები
ჭიათურაში მცხოვრები დევნილი ოჯახები ბინებს ქუთაისში მიიღებენ
FaceBook

ჭიათურაში მცხოვრებ ცხრა დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა.


 

დევნილები საცხოვრებლებს ქუთაისში მიიღებენ.


ჭიათურის მუნიციპალიტეტში ე.წ ჯარბელას დასახლებაში იძულებით გადაადგილებული პირები წლებია  რთულ პირობებში ცხოვრობენ.


დევნილი  ოჯახებს ბინები 2019 წლის სექტემბერში, მას შემდეგ გადაეცემათ, რაც ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე  მათთვის განკუთვნილი კორპუსების მშენებლობა დასრულდება.


მიმდინარე წლის ოქტომბერში ბინებს საკუთრებაში ასევე, მიიღებს წყალტუბოში მცხოვრები 564 დევნილი ოჯახი.

გასული წლის ბოლოს ქუთაისში ახალი ბინის გასაღები 52 დევნილ ოჯახს გადაეცა.

2019 წელს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების კმიხედვით სულ  725 ბინა უნდა  განაწილდეს.

პარალელურად, გრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა შერვაშიძის ქუჩაზე.

Print