პოლიტიკა
იმერეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს
20:50 / 18.07.2019
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად
ზვიად შალამბერიძე დაინიშნა. განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა
მამუკა ბახტაძემ მოაწერა.
შალამბერიძე მიმდინარე წლის მარტში სახელმწიფო რწმუნებლის პირველ მოადგილედ დაინიშნა. მაისის შემდეგ კი,
როცა თანამდებობა შავლეგო ტაბატაძემ დატოვა, რწმუნებულის მოვალეობას
ასრულებდა.
ზვიად შალამბერიძე 2001-2004 წლებში გაერო-ს განვითარების პროგრამაში
მუშაობდა, შემდეგ კი კერძო სექტორში, მათ შორის სადაზღევო კომპანიებში
– „ჯი პი აი ჰოლდინგი“ და „ირაო“. 2015-2019 წლებში შპს „ფრეგოს“
დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო.
მასალის გამოყენების პირობები