ახალი ამბები
ქუთაისის ოპერის თეატრი სეზონს ოპერით - „დარისპანის გასაჭირი“ დახურავს
FaceBook
18 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეტარი  50-ე თეატრალურ სეზონს დახურავს.

წარმოდგენილი იქნება გიორგი ჩლაიძის ოპერა "დარისპანის გასაჭირი" (დამდგმელი დირიჟორი - ლევან ჯაგაევი, დამდგმელი რეჟისორი - მაია გაჩეჩილაძე, დამდგმელი მხატვარი - თეო კუხიანიძე, დამდგმელი ქორმაისტერი - ირინე ლომინაძე). სპექტაკლში მონაწილეობენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები - ლაშა თითბერიძე (დარისპანი), ნუცა ზაქაიძე (მართა), ნათია სტეფანიშვილი (პელაგია), ემილ ჩარგაზია (ონისიმე), მარიეტა მაჩალაძე (კაროჟნა), სოფიო ბერიშვილი (ნატალია), მიხეილ ქებაძე (ოსიკო), თეატრის გუნდი და ორკესტრი.

სპექტაკლს თეატრის მთავარი დირიჟორი - რევაზ ჯავახიშვილი წარუძღვება.

`დარისპანის გასაჭირი“ ერთ- ერთია იმ პრემიერებიდან, რომლებიც 50-ე სეზონზე ქუთაისის ოპერის თეატრში წარმოადგინეს. აღნიშნული ოპერა თეატრის ისტორიაში პირველად დაიდგა. 

ამავე სეზონზე ქუთაისის ოპერის თეატრში მეორე პრემიერაც გაიმართა -  პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“.  

ამათ გარდა, 50-ე სეზონზე ქუთაისის ოპერის თეტრში 40 სპექტაკლი და კონცერტი მოეწყო. 

ამავე სეზონზე თეატრმა  30-წლიანი შესვენების შემდეგ პირველად უმასპინძლა საერთაშორისო საოპერო ფესტივალს. მასში  4 ქვეყნის საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ. 


Print