ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ "ტორპედო" -"ორდაბასის" მატჩზე დასასწრებად უფასო ავტობუსები გამოყო
FaceBook
"ტორპედო" -"ორდაბასის" მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ქუთაისის მერიამ უფასო ავტობუსები გამოიყო.
გულშემატკივრები, რომლებიც უფასო  ტრანსპორტით იმგზავრებენ თამაშზე  დასწრებასაც უფასოდ შეძლებენ.

სამი ავტობუსი  16:00 საათზე, "ტორპედოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან გავა.

18 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  ქუთაისის "ტორპედო"  ყაზახეთის კლუბ "ორდაბასს" შეხვდება.

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყებს.

"ტორპედო"  ყაზახურ მეტოქესთან წინა მატჩში 0:1 დამარცხდა.

ქუთაისური კლუბი ევროპა ლიგის ეპატზე ფინანსური კრიზისის ფონზე მონაწილეობს. "ტორპედო"  სახელფასო დავალიანების გამო 12-მა ფეხბურთელმა დატოვა.





Print