"ტორპედო" -"ორდაბასის" მატჩზე დასწრების მსურველებისთვის ქუთაისის
მერიამ უფასო ავტობუსები გამოიყო.
გულშემატკივრები, რომლებიც უფასო  ტრანსპორტით იმგზავრებენ
თამაშზე  დასწრებასაც უფასოდ შეძლებენ.
სამი ავტობუსი  16:00 საათზე, "ტორპედოს" სტადიონის მიმდებარე
ტერიტორიიდან გავა.
18 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე  ქუთაისის
"ტორპედო"  ყაზახეთის კლუბ "ორდაბასს" შეხვდება.
შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყებს.
"ტორპედო"  ყაზახურ მეტოქესთან წინა მატჩში 0:1 დამარცხდა.
ქუთაისური კლუბი ევროპა ლიგის ეპატზე ფინანსური კრიზისის ფონზე
მონაწილეობს. "ტორპედო"  სახელფასო დავალიანების გამო 12-მა
ფეხბურთელმა დატოვა.
			
 
			
მასალის გამოყენების პირობები